ორი სპეცოპერაცია სამ დღეში - ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვენ  

29 ნოემბერი 2017, 00:00 3586 ნახვა

აქვს თუ არა კავშირი ერთმანეთთან ქობულეთსა და თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციებს? ფაქტია, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირის საქმეზე გამოძიება ტერორიზმთან დაკავშირებული მუხლებით მიმდინარეობს, ქობულეთში დაკავებული ქალის შემთხვევაში  კი ამ ეტაპზე იარაღის შეძენა-შენახვის მუხლით, თუმცა პროკურატურა სხვა მიმართულებებსაც სწავლობს,  მათ შორის დაკავებულის შესაძლო კავშირს ტერორისტულ დაჯგუფებებთან.

დღეს “მთავარმა” ის ადგილი გადაიღო, სადაც კასრი იყო ჩაფლული, კასრიდან კი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს. სპეცოპერაციებთან დაკავშირებით კითხვები აქვს საპარლამენტო უმცირესობასაც. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში