ბოლო სამ წელიწადში მხოლოდ აჭარაში, სამი მასშტაბური ხანძარი იყო, ქობულეთში, ე.წ. ხოფის ბაზრობასა და სასტუმრო “ლეოგრანდში” შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, ჯამში 16 ადამიანია დაღუპული. ბოლო 5 წელიწადში მასშტაბური ხანძარი იყო ქვეყნის ათ ბაზრობაზე. ამის შემდეგ, მიმდინარე წლის დასაწყისში ამოქმედდა სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ტექნიკური რეგლამენტი.
სწორედ ამ რეგლამენტის დახვეწაზე საუბრობდა დღეს პარლამენტარების ნაწილი. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, აკაკი ზოიძე კი აცხადებს, რომ ვერ ხედავს სისტემურ პრობლემას.