პრემიერი შენობებში უსაფრთხოების მონიტორინგის ინიციატივით გამოდის

30 ნოემბერი 2017, 00:00 2969 ნახვა

„უნდა დავიწყოთ შენობა-ნაგებობების აღრიცხვა და მონიტორინგი. განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სასტუმროებს და ისეთ შენობებს, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს" - განცხადება მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა "ლეოგრანდში" მომხდარ ტრაგედიას და მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის ახალი ინიციატივით გამოვიდა. "მოგიწოდებთ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩავატაროთ სამუშაო, თუ რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით" - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

პრემიერის განცხადებით სამაშველო სამსახურის ბიუჯეტი წელს გაიზრდება 20 მილიონ ლამდე, რაც უფრო ეფექტურს გახდის სამაშველო სამსახურების მუშაობას. 

"​2015 წელს პირველად გავამკაცრეთ რეგულაციები სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით და 2016 წელს ასევე მივიღეთ დადგენილება ამ მიმართულებით. მე მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ზედმიწევნით შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომელიც გაწერილია შესაბამის ნორმატიულ აქტებში".

ინფორმაციას ''ინტერპრესნიუსი'' ავრცელებს 

ამავე კატეგორიაში