ახალი თანამდებობები თვითმმართველობებში

30 ნოემბერი 2017, 00:00 2600 ნახვა

საკრებულოებში ახალი - საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შემოდის, რაც ანაზღაურებადი პოსტი იქნება. ამასთან, ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე. ცვლილებები ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექში” შედის. ანაზღაურებადი თანამდებობის შემოღება საკრებულოების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ახდენს გავლენას.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ინიციატივის გავლენის ჯამური ოდენობა თვეში დაახლოებით 87 ათასიდან 282 ათას ლარამდე იქნება. პარლამენტმა დღესვე იმსჯელა გია ჯორჟოლიანის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც პარტია დაფინანსებას იმ შემთხვევაშიც მიიღებს, თუ ის წარმომადგენლობით ორგანოში ერთ მაჟორიტარ დეპუტატს მაინც შეიყვანს. მსგავსი დაშვება ერთჯერადად 2020 წლისთვის არის გათვალისწინებული.

ამავე კატეგორიაში