სამი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია

01 დეკემბერი 2017, 00:00 2887 ნახვა

300-მდე ოჯახი სოფლებთან დამაკავშირებელი ძირითადი გზით ვერ სარგებლობს ქობულეთში. სოფელ ხუცუბნისა და თეთროსნის ქალაქთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია. მოსახლეობის ნაწილი რამდენიმე კილომეტერს ფეხით გადის, ნაწილი კი შემოვლითი სამანქანე გზით სარგებლობს. ამ დაზიანებულ ხიდთან ახლოს, ახალი გზა გაჰყავთ მდინარის კალაპოტში, თუმცა სოფელში მცხოვრებლებისთვის არა, ამ გზით დენდროლოგიური პარკისთვის ხეს გადაიტანენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში