სტრუქტურული ცვლილებები

02 დეკემბერი 2017, 00:00 1918 ნახვა

აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან და ამ მიმართულებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით დღეს უმრავლესობა მთავრობასთან კონსულტაციას პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გამართავს. სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არის მმართველ პარტიაში.

დეპუტატთა ნაწილი გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებას ეწინააღმდეგება. ასევე კითხვები აქვთ სპორტის კომიტეტის წარმომადგენლებსაც. საპარლამენტო ოპოზიცია ცვლილებებისთვის  მხარდაჭერას არ აპირებს, რადგან მათი აზრით რა თანხები გამოთავისუფლდება და რამდენ ადამიანს შეეხება ოპტიმიზაცია დათვლილი არ არის.  ცვლილებით ქვეყანაში 18-დან 14 სამინისტრო რჩება. სავარაუდოდ, დეკემბერში მოხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.

ამავე კატეგორიაში