სტატუსით თუ უსტატუსოდ

02 დეკემბერი 2017, 00:00 2259 ნახვა

შუახევში, ორი წლის განმავლობაში, 13 ათას 661 მოქალაქიდან მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი 654-ს შეუწყდა, ხოლო 370-ს შეუჩერდა. მერიაში, მოქალაქეებზე სტატუსის შეწყვეტის მიზეზად, პირის გარდაცვალებას, საცხოვრებელი ადგილის ან რეგისტრაციის მისამართის შეცვლას ასახელებენ.

სტატუსი მხოლოდ სტუდენტებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მოქალაქეებს უჩერდებათ. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა, სარგებლობს ელექტრო ენერგიის გადასახადის შეღავათით, 10 წლის განმავლობაში, ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება მეწარმეები. ასევე შეღავათით სარგებლობენ პენსიონერები, პედაგოგები, ექიმები და ექთნები. 

ამავე კატეგორიაში