შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტი

02 დეკემბერი 2017, 00:00 2383 ნახვა

3-4 დეკემბერს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი შედგება. დორის ლოიტჰარდის მიღების ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 4 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების თანხლებით, რის შემდეგაც ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. შვეიცარიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

ამავე კატეგორიაში