ოპოზიციის ინიციატივა

03 დეკემბერი 2017, 00:00 1929 ნახვა

საპარლამენტო ოპოზიცია განათლების მინისტრს მოუწოდებს, რომ სერტიფიცირებული პედაგოგების ანაზღაურების საკითხს გადახედოს, ასევე მიაჩნიათ, რომ კერძო უმაღლესი სასწავლებლები მოგების გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს, ითხოვენ, რომ ცვლილებები შევიდეს სტუდენტთა დაფინანსების ფონდში, რადგან ბოლო წლებში იმატა სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა რიცხვმა.

ოპოზიციის პრეტენზიათა ნაწილს იზიარებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. მარიამ ჯაში ამბობს რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით განათლების მინისტრთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს. 

ამავე კატეგორიაში