“გომარდული” ხუთწლიანი პაუზის შემდეგ

03 დეკემბერი 2017, 00:00 3239 ნახვა

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კურორტი გომარდული ვიზიტორების მიღებას დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეძლებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით სახელმწიფოსა და აქციონერებს შორის ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით  შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომლის თანახმად - კურორტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდება. აშენდება 40 ნომრიანი ჰოსტელის ტიპის სასტუმრო და არსებულ კოტეჯებს კიდევ რამდენიმე შეემატება. რაც შეხება  იქ არსებულ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას აქციონერებს უკვე დაწყებულია აქვთ კოტეჯების კეთილმოწყობა.

კურორტი გომარდული ზღვის დონიდან 1120 მეტრზე,  შუახევიდან 23 კილომეტრში მდებარეობს. კურორტი 2011 წელს ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ დაკისრებული ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო ბაჟის სახით 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. თანხის გადაუხდელობის გამო სააქციო საზოგადოების ქონება 800 ათასი ლარით იყო  დაყადაღებული.

ამავე კატეგორიაში