"რა თქმა უნდა ბევრი კითხვა გვაქვს" - ამერიკის ელჩი თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

04 დეკემბერი 2017, 00:00 2487 ნახვა

თბილისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაზე კომენატრი გააკეთა საქართველოში აშშ-ს ელჩმა. იან კელის განცხადებით, ამერიკული მხარე შესაძლებლობების ფარგლებში საქართველოს გამოძიების პროცესში დაეხმარება. 

აშშ-ის ელჩის თქმით, გამოძიების პროცესში ქართველ სამართალდამცავებს გარკვეული ტექნიკური დახმარება FBI-მ გაუწია.

„ჩვენ ვმონაწილეობდით გამოძიებაში, FBI-მ გაუწია გარკვეული ტექნიკური დახმარება ქართულ მხარეს. ამ ეტაპზე ვუსმენთ და გვსურს უფრო მეტი ინფორმაციის მიღება მომხდარის შესახებ. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა გვაქვს და ბევრი კითხვა აქვს ალბათ საქართველოს მთავრობასაც. ველით გავიგოთ უფრო მეტი რამ ოპერაციაზე,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ელჩი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებში კითხვები ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლის გზასთან დაკავშირებითაც არსებობს.

„რა თქმა უნდა, გვაქვს ეს კითხვა და იგივე შეკითხვა აქვს საქართველოს მთავრობასაც. ჩვენ არ ვიყავით ჩართული ოპერაციაში, თუმცა დასაწყისში ვიყავით ინფორმირებული,“ - აცხადებს იან კელი.

ამავე კატეგორიაში