პროფესიონალიზმი თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება?

25 ივნისი 2016, 00:00 2725 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უსკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები პოლიტიკური ნიშნით და საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით შეარჩია"- ასე აფასებენ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები რეგიონის პირველი პირის გადაწყვეტილებას. დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე ამბობს, რომ პარმენ ჯალაღაონიას და სოფიო კახაძეს ლობისტები ჰყავთ, რომლებსაც ის კენჭისყრის შემდეგ დაასახელებს. უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკური ნიშნით მისი კანდიდატურის შერჩევის შესახებ მოსაზრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის არასდროს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებით, უსკოს თავმჯდომარეობისთვის პარმენ ჯალაღონია იბრძოლებს. ხოლო უსკოს წევრობის კანდიდატებად, სოფიო კახაძე და მზიური შავაძე დასახელდნენ. კანდიდატურებს ნდობა უმაღლესმა საბჭომ უნდა გამოუცხადოს. მათ მინიმუმ 11 დეპუტატის ხმა ესაჭიროებათ. 

ამავე კატეგორიაში