დაკავებულ მიხეილ სააკაშვილს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა

05 დეკემბერი 2017, 00:00 8277 ნახვა

დაკავებული სააკაშვილი ცუდად გახდა. მასთან ნიღბიანი ექიმები შეუშვეს - წერს უკრაინული მედია.  ლურჯი მიკროავტობუსი, რომელშიც პოლიტიკოსი იმყოფება და ძალოვნები ისევ სააკაშვილის მხარადმჭერების ალყაში არიან მოქცეული. 

ექიმები აღნიშნავენ, რომ  სააკაშვილი ძლიერი სტრესის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას დახმარება არ ესაჭიროება.  პოლიტიკოსის ადვოკატის პაველ ბოგომაზოვის განცხადებით,  სახურავზე დაკავების შემდეგ მისი დაცვისქვეშ მყოფი ცუდად გახდა და მას წნევამ აუწია.

მიხეილ სააკაშვილი   დღეს დააკავეს.   იგი უკრაინის სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა აიყვანეს.  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში პოლიტიკური გაერთიანება "ახალი ძალთა მოძრაობის" ლიდერია

საქართველოს პროკურატურამ, უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით  2017 წლის 1 სექტემბერს მიმართა. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრალდებულია სისხლის სამართლის ოთხ საქმეში.  სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (ალექსანდრე გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე); 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ფაქტზე. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში