მიხეილ სააკაშვილი: ''თქვენ ყველაზე დიადი ერი ხართ მთელს ევროპაში''

05 დეკემბერი 2017, 00:00 6160 ნახვა

"თქვენ ყველაზე დიადი ერი ხართ მთელს ევროპაში" - ასე მიმართა სააკაშილმა უკრაინელებს, მას შემდეგ, რაც მხარდამჭერებმა მიკროავტობუსიდან ძალით გამოიყვანეს. 

აქტივისტებმა, ძალის გამოყენებით, სამართალდამცველებით გარშემორტყმული მიკროავტობუსიდან სააკაშილი  გამოიყვანეს. უკრაინაშ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, აქციის მონაწილეებთან ერთად, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლა. 

3 საათზე მეტი უკრაინის სამართალდამცველებს ვერ გაჰყავთ დაკავებული მიხეილ სააკაშვილი ტერიტორიიდან. მიკროავტობუსს გზა კი სააკაშილის მხარდამჭერებს ჰქონდათ გადაკეტილი. 

მიკროავტობუსი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სახლთან იდგა, სამართალდამცველებმა სააკაშვილი დააპატიმრეს და გადასაყვანად მიკროავტობუსშ ჩასვეს, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლეს. 

იქ შეკრებილი აქტივისტები ითხოვენ ადგილზე პროკურორის მისვლას და სააკაშილის გათავისუფლებას. ერთ-ერთმა აქტივისტმა მიკროავტობუსის საქარე მინა გატეხა. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  უკრაინის სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა 12 საათისთვის აიყვანეს. 

მის დაკავებამდე კი, სპეცრაზმი მიხეილ სააკაშილის სახლში დილიდან მივიდა და ჩხრეკას აწარმოებდა. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ისინი სამძებრო სამუშაოებს პროკურატურასთან ერთად ახორციელებენ.  უწყებაში ჟურნალისტების კითხვას რა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება არ უპასუხეს. 

დაკავებამდე მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა: "პოროშენკომ პუტინთან შეთანხმებით გადაწყვიტა დამაკავოს და უკრაინულ ან ქართულ ციხეში ჩამსვას. პუტინის ბრძანებით ცდილობენ ფაქტების გაყალბებას და ჩემს დაჭერას, რომ არავინ თქვას პოროშენკოს ქურდობაზე, სახელმწიფოს გაყიდვაზე. ეს არის ბანდა, რომელმაც ჩაიგდო ხელში უკრაინის ხელისუფლება და ისინი იქნებიან პასუხისმგებლობა რაც არ უნდა დამემართოს." - ასე მიმართავდა საკუთარი სახლის სახურავიდან მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშილი, ინფორმაციას უკრაინული მედიასაშალება newsone ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში