აქცია უკრაინის პარლამენტის შენობასთან

05 დეკემბერი 2017, 00:00 3294 ნახვა

მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია უკრაინა, ჯერ ევროპის მოედანი, სადაც 3 საათიანი ბლოკირების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომანქანიდან დაკავებული გამოიყვანეს, დღის მეორე ნახევრიდან კი უკრაინის უმაღლესი რადას შენობის მიმდებარე ტერიტორია. სადაც შენობის გარეთ აქცია მიმდინარეობს, შიგნით კი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს უსმენენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმეტს ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილს მანქანიდან გადმოსვლის დროს ხელბორკილი მხოლოდ ერთ ხელზე ეკეთა, შესაბამისად უცნობია, მანქანიდან გადმოსვლამდე მას ბორკილი სამართალდამცველებმა გაუხსნეს, თუ მხარდამჭერებმა. კიევის პროკურატურამ დაკავებულის “უკანონო გათავისუფლების” გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ ეს სამართალდამცველებისთვის მასშტაბური წინააღმდეგობის გაწევის მეორე შემთხვევაა, პირველი 10 სექტემბერს იყო, როდესაც მოქალაქეობა ჩამორთმეული ყოფილი გუბერნატორი, საზღვარზე ხელში აყვანილი გადაიყვანეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში