დაკავებული სააკაშვილი მომხრეებმა გაათავისუფლეს

05 დეკემბერი 2017, 00:00 3799 ნახვა

უკრაინის მთავარმა პროკურორმა იური ლუცენკომ, დღის მეორე ნახევარში განაცხადა რომ საუბარი არ მიდის სააკაშვილის დეპორტაციაზე, ან ექსტრადიციაზე, პროკურატურა შინაპატიმრობას მოითხოვს. სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციასთან დაკავშირებით გაკეთდა დღეს კომენტარები საქართველოში. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამტკიცებენ რომ უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენები სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება და პოლიტიკურადაა მოტივირებული.

განცხადებები გაავრცელეს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც, ასევე მმართველი გუნდის წევრებმაც, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები შეფასებისას ძირითადად ამბობენ, რომ ეს უკრაინის შიდა ამბავია, რაშიც საქართველო ვერ ჩაერევა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში