ქობულეთის ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები საკრებულოს თავმჯდომარესაც აქვს

06 დეკემბერი 2017, 00:00 2491 ნახვა

60 შენიშვნით დაუბრუნდა ქობულეთის მომავალი წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის მერიას. ოპოზიცია მუნიციპალიტეტის მთავრობას რამდენიმე საკითხში უწუნებს თანხების განაწილებას, მათ შორისაა მდინარე აჭყვის კალაპოტის  მოწესრიგება. ეს ის მდინარეა, რომელიც ძლიერი წვიმის დროს, ახლოს მცხოვრები მოქალაქეების სახლებს და ქუჩას ტბორვას და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ფაქტობრივად ყოველწლიურად აზარალებს.

შენიშვნები აქვს საკრებულოს თავმჯდომარესაც. გაითვალისწინებს თუ არა მერია რეკომენდაციებს და შეცვლის თუ არა პროექტს 4 დღეში გაირკვევა, მას შემდეგ რაც დოკუმენტს დეპუტატებს დასამტკიცებლად ხელმეორედ გადაუგზავნიან. 

ამავე კატეგორიაში