მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია – განხილვა პარლამენტში

07 დეკემბერი 2017, 00:00 2307 ნახვა

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები - 86-ხმით მიიღეს. მიღებული კანონების ამოქმედებისთანავე, ახალი სტრუქტურების შესაბამისად მინისტრები დაინიშნებიან, რასაც შემდგომი პროცესი - პარლამენტის მიერ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება მოჰყვება. ცვლილებების მიხედვით, რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება. შესაბამისად, ცალკე აღარ იარსებებს: - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და ენერგეტიკის სამინისტრო.

საკანონმდებლო ცვლილებებით, ასევე გაუქმდა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში კი, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იქმნება. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღარ იარსებებს.

ამავე კატეგორიაში