მაღალმთიანეთში გადაუღებლად თოვს

08 დეკემბერი 2017, 00:00 2114 ნახვა

თოვს შუახევშიც, აქ თემებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტა, თოვლის საფარი  სოფლებში 1 მეტრს აჭარბებს. ტექნიკა აქაც მუშაობს დილიდან, თითქმის ყველა სოფელი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ხულოში თოვლის საფარი 1 მეტრს აჭარბებს, განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფლებში, იმის გამო რომ ელექტროენერგია გამორთულია, სკოლებსა და ბაღებში სწავლა შეწყდა. ცნობილია, რომ ხულოს 50 სკოლიდან უმრავლესობა 43 სკოლა სასწავლო პროცესს გამოეთიშა. ბოლო ინფორმაციას თუ რა მდგომარეობაა ახლა მუნიციპალიტეტში და რა სამუშაოები მიმდინარეობს ამ წუთებში, მერი გოჩა მელაძე გვეტყვის. იგი ტელეფონით ჩაგვერთვება.
 



შუახევში მხოლოდ ორი ბაღი მუშაობს, 43 სკოლიდან კი 28 სკოლაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. მერიაში  საგანგებო შტაბი მუშაობა. მერის მოადგილე ომარ ტაკიძეს ვრთავთ ტელეფონით ახლა პირდაპირ ეთერში.

ამავე კატეგორიაში