მეწყერმა მარადიდში გზა დააზიანა

08 დეკემბერი 2017, 00:00 2953 ნახვა

უამინდობამ მეწყრული პროცესები  გამოიწვია  ხელვაჩაურშიც. მეწყერმა სოფელ მარადიდში გზის სავალი ნაწილი დააზიანა. პრობლემა შეექმნა 9 ოჯახს. მეწყერმა დააზიანა სოფელ თხილნარში ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის ნაწილიც.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის განცხადებით, გზები უახლოეს პერიოდში გაიწმინდება. დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას კი გეოლოგები  შეისწავლიან.

ამავე კატეგორიაში