დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

08 დეკემბერი 2017, 00:00 4666 ნახვა

უხვი ნალექის გამო, დღეს სასწავლო პროცესი შეჩერდა ქედის, შუახევისა და ხულოს სკოლებში. დაიხურა საბავშვო ბაღები. შეიზღუდა ელექტრო - ენერგიის მიწოდება. გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო მაღალი ზონის სოფლებში, გოდერძის უღელტეხილსა და მის მიმდებარედ თოვლის საფარი 2 მეტრს აჭარბებს.

ზვავი ჩამოწვა ხულოს სამ სოფელში, ოჯახები მეზობლებს აფარებენ თავს. პრობლემა შეექმნათ ტურისტებს, რომლებიც კურორტ “გოდერძისკენ” მიდიან. ისინი გზის გაკვალვას საკუთარი ძალებით ცდილობენ. მთავარის გადამღები ჯგუფებისთვისაც რთული იყო გადაადგილება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში