მიხეილ სააკაშვილი მეორედ დააკავეს

09 დეკემბერი 2017, 00:00 4423 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მეორედ დააკავეს, ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე ავრცელებს.

 "დააკავეს მიხეილი, ​ გადაჰყავთ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში" -  წერს მის პირად გვერდზე საყვარელიძე. 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურმა ერთხელ უკვე დააკავა, სპეცნაზმმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციური პარტიის ლიდერი, საკუთარ სახლში, 5 დეკემბერს,  ჩხრეკის შემდეგ აიყვანა. სამართალდამცველებმა მისი გადაყვანა უწყებაში ვერ მოხერხეს, სააკაშვილი მხარდამჭერებმა მიკროავტობუსიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

 სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით აქციებს მართავდა, მასზე  უკრაინის ხელისუფლებას ძებნა ქონდა გამოცხადებული. 

 

ამავე კატეგორიაში