აქტივისტები საგამოძიებო იზოლატორთან ბარიკადებს აგებენ

09 დეკემბერი 2017, 00:00 2065 ნახვა

კიევში ასკოლდოვოს გადასახვევთან, სადაც  უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო იზოლატორია განთავსებული, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან. 

პოლიციის მონაცემებით,  რამდენიმე ასეული ადამიანი  უმაღლეს რადასთან გაშლილი  კარვების ქალაქიდან მივიდა.  აქტივისტებმა გადაკეტეს ქალაქ მაზეპას  ქუჩის სავალი ნაწილი, ასევე სხვა მისასვლელი ქუჩები,  კასრები დადგეს და ცეცხლი დაანთეს, რათა გამთბარიყვნენ. საგამოძიებო იზოლატორთან მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც. 

ამავე კატეგორიაში