უკრაინის პროკურატურის განცხადება

09 დეკემბერი 2017, 00:00 2043 ნახვა

უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივნის ლარისა სარგანის განცხადებით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ქმედებები დასრულებულია. მისივე თქმით, ადვოკატებმა წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვეს. 

„პროკურორები სასამართლოში წარსადგენ სარჩელს ამზადებენ. პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მიხეილ სააკაშვილს შეეფარდოს შინაპატიმრობა ელექტრო სამაჯურის გამოყენებით,“- დაწერა სარგანმა. რაც შეეხება სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს. 6 დეკემბერს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილზე სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით აღძრა საქმე.  

ამავე კატეგორიაში