აჭარის მაღალმთიანეთში აღარ თოვს

09 დეკემბერი 2017, 00:00 2377 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში უკვე გამოიდარა. მოსულმა უხვმა ნალექმა ქედაში, შუახევსა და ხულოში პრობლემები შექმნა. სასწავლო პროცესი შეწყდა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. გადაადგილების კუთხით პრობლემები იყო სოფლების დამაკავშირებელ გზებზე. ხულოს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ზვავი ჩამოწვა.

პრობლემა შეექმნათ კურორტ “გოდრძზე” მიმავალ ტურისტებსაც. შეფერხებულია ელექტრო ენერგიის მიწოდება, რის გამოც პრობლემა შეექმნა აჭარის ტელევიზიის  ბიუროებს ქედასა და შუახევში. რა მდგომარეობაა ახლა აჭარის მაღალმთიანეთში სადაც ბოლო რამდენიმე დღე ინტენსიურად თოვდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში