სააკაშვილის დაკავება -შეფასებები თბილისში

09 დეკემბერი 2017, 00:00 2191 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად კანონით დაშვებულ ყველა მეთოდს მიმართავს. პარტიაში 18 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას მისი თანაგუნდელები პოლიტიკურ დევნად ასახელებენ ნაციონალური მოძრაობისთვის მოვლენების მსგავსი განვითარება მოსალოდნელი იყო.

პარტიაში დარწმუნებული არიან რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროს მალე დატოვებს. ისინი პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას ყოფილი თანაგუნდელი გიგი უგულავაც გამოეხმაურა მან სააკაშვილის დაკავება პოლიტიკურ დევნად შეაფასა.

ამავე კატეგორიაში