დაპირისპირება ლუცენკოს სახლთან

09 დეკემბერი 2017, 00:00 2385 ნახვა

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს სახლთან რამდენიმე ასეული აქტივისტი  შეიკრიბა და მისი თანამდებობიდან გადადგომა და  ანტიკორუფციული ბიუროზე ზეწოლის შეწყვეტა მოითხოვა.ერთ-ერთი აქტივისტი ღობეზე აძვრა, თუმცა მოგვიანებით ჩამოვიდა.

აქციის მონაწილეებს ლუცენკოს სახლთან  პეტრო პოროშენკოს ბლოკის დეპუტატი ოლეგ ბარნა და რამდენიმე ადამიანი დახვდა, რომლებმაც აქტივისტებს მოსყიდულები უწოდეს. სახალხო დეპუტატის ამ ბრალდებას დაპირისპირება მოჰყვა. დეპუტატის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებების შემდეგ ოლეგ ბარნამ თანმხლებ პირებთან ერთად ტერიტორია დატოვა.  გენპროკურორის სახლთან რამდენიმე ათეული სამართალდამცველია მობილიზებული.

ამავე კატეგორიაში