უკრაინული მედია გიული ალასანიას განცხადებას აქვეყნებს

10 დეკემბერი 2017, 00:00 2538 ნახვა

უკრაინული მედია სააკაშვილის დედის გიული ალასანიას კომენტარს აქვეყნებს. გიული ალასანიას  თქმით,  სააკაშვილი მისი დაკავების პირველი მცდელობის დროს ძლიერ გაცივდა და მას შესაძლოა ფილტვების ანთება ჰქონდეს - წერს სააგენტო ''უნიანი''.  საქართველოს ექს - პრეზიდენტის დედა შვილის დაკავებას   უკანონოდ მიიჩნევს. 

იგი აბსოლუტურად უკანონოდ დააკავეს- ამბობს გიული ალასანია და აცხადებს, რომ  უკრაინაში მხოლოდ მაშინ ჩავა, როცა ამის საჭიროება იქნება და როცა მას მსგავსი თხოვნით მიმართავენ. ჩემი ინიციატივით არ ჩავალ, რომ ხელი არ შევუშალო.  როგორც საჭირო იქნება ისე ვიმოქმედებ - განაცხადა მან.

ამავე კატეგორიაში