უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

10 დეკემბერი 2017, 00:00 2188 ნახვა

დასავლეთი პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერის და საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უკრაინის შიდა საქმედ მიიჩნევს. ამის შესახებ  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი აცხადებს. მინისტრის თქმით,  სააკაშვილის თემას მან ვენაში ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე შეეხო.

საერთაშორისო რეაქციის შესახებ მე არ მსმენია.  ვენაში 20-ზე მეტი შეხვედრა მქონდა. მეგობრები ირონიით მეკითხებიან, თუ რა ხდება ჩვენთან. ისინი მიიჩნევენ, რომ  ეს უკრაინის საქმეა. გააკეთეთ თქვენი საქმე, მაგრამ გააკეთეთ ის სამართლებრივი ველის ფარგლებში. ყველაფერი ძალიან მარტივია. ოფიციალურ რეაქციას რა თქმა უნდა თქვენ ვერ მოისმენთ- განაცხადა კლიმკინმა.  როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს ევროპული საზოგადოება და ევროპული ქვეყანა – ეს სამართლის უზენაესობას ემყარება“, – აცხადებს კლიმკინი.

ამავე კატეგორიაში