პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტს განიხილავს

13 დეკემბერი 2017, 00:00 3361 ნახვა

პარლამენტი დღეს საბოლოო მოსმენით 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ  პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს.  დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს.  სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა მიმდინარე  წელთან შედარებით იზრდება 943  მლნ 800 ათასი ლარით და 12 მილიარდ 441 მილიონ ლარს შეადგენს. საპარლამენტო ოპოზიცია მთავარ საფინანსო დოკუმენტს იწუნებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დოკუმენტი ორიენტირებულია მოსახლეობის საჭიროებასა და ინფტასტრუქტურულ პროექტებზე. 

ამავე კატეგორიაში