სამი უკანონო ნაგავსაყრელი გაუქმდა

15 დეკემბერი 2017, 00:00 2588 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამი უკანონო ნაგავსაყრელი გაუქმდა. სოფელ ერგეში, ზედა და ქვედა ჭარნალში, საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანეს. ტერიტორიაზე ბალახის საფარი დაიგება, განთავსდება საინფორმაციო აბრა და ნაგვის ურნები. პროექტი “ნარჩენების მართვის ტექონოლგიები” კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია “სენის” მიერ, იუესაიდის დაფინანსებით, განხორციელდა. პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, უკანონო ნაგავსაყრელები საქართველოს 4 რეგიონში დაიხურა. პირველი ფაზის ფაგრლებში ნაგავსაყრელი გაუქმდა ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ ბეშუმში, ასევე მოხდა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების  5 წლიანი გეგმის შემუშავება აჭარის 6-ვე მუნიციპალიტეტისთვის. 

ამავე კატეგორიაში