მომავალი კვირიდან რიგგარეშე სხდომები ჩატარდება

16 დეკემბერი 2017, 00:00 2152 ნახვა

მომავალ კვირიდან პარლამენტი საქმიანობას რიგგარეშე სხდომებით გააგრძელებს. პარლამენტის საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. სავარაუდოდ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში მომავალი კვირიდან დაიწყება. 

საშემოდგომო სესიის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციის მიღებას მიიჩნევს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 4 თვიანი მუშაობა ნაყოფიერი იყო. საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში