დისკუსია უსაფრთხოების საკითხებზე

16 დეკემბერი 2017, 00:00 2186 ნახვა

საპარლამენტო არჩევნებიდან ერთწლიანი პერიოდის შეფასება და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო საუბრის ძირითადი თემა ბათუმის დემოკრატიის სკოლაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, სკოლის მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს გიორგი აბაშიშვილი  და დავით რაქვიაშვილი შეხვდნენ. დისკუსიის რეჟიმში საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით მიღებული ნდობა ხელისუფლებამ რეფორმებზე ნაკლებად გამოიყენა.

მისი შეფასებით საზოგადეობის ჩართულობა გაზრდის მთავრობის ანგარიშვალდებულებას. საგარეო საფრთხეებსა და გამოწვევებზე საუბრისას უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ სამოქალქო  ჩართულობით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება მნიშვნელოვანია. ნიმდის გორის დემოკრატიის სკოლაში შეხვედრა უკვე გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მომდევნო დისკუსიას ქუთაისში გამართავენ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში