საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზება

16 დეკემბერი 2017, 00:00 2229 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით 18 დეკემბერს მედიის, არასამთავრობო სექტორისა და საკითხით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს, „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შემავალი ცვლილებები ეხება მედიას, გამოხატვის თავისუფლებას და ობიექტური მაუწყებლის არსებობის საკითხს.  ცვლილებებით, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" უფლებამოსილება უფართოვდება.

''საზოგადოებრივი მაუწყებლის", საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს. პროექტით იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და აღმასრულებელ საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს აღმასრულებელი საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.

ამავე კატეგორიაში