სააკაშვილი: პოროშენკოსთან მოლაპარაკება აუცილებელია - უკრაინა

16 დეკემბერი 2017, 00:00 2745 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის უკეთესი მომავლისთვის აუცილებელია პოროშენკოსთან შეთანხმება. ტელეარხ ,,ნიუს ვანთან" მიცემულ ინტერვიუში, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ მას უკრაინის პრეზიდენტთან არაფერი პირადი არ აკავშირებს. პარტია ,,ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პირველ პირს ქვეყნის მტრებთან შეკრულობაში არ ადანაშაულებს, რადგან მისი მხრიდან ეს არასწორი იქნებოდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველა უნდა შეეცადოს ქვეყნის კეთილდღეობის შენარჩუნებას. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობა სურდა, თუმცა პეტრო პოროშენკომ მას ამაზე უარი განუცხადა. სანაცვლოდ, უკრაინის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტი სამჯერ შესთავაზა. რაზეც უარი სააკაშვილმა განაცხადა. 

ამავე კატეგორიაში