სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს

17 დეკემბერი 2017, 00:00 2188 ნახვა

კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იმპიჩმენტისთვის  საპროტესტო მსვლელობას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აანონსებს და მხარდამჭერებისთვის ვიდეო მიმართვასაც ავრცელებს.  სააკაშვილის განცხადებით, მსვლელობა  კიევის შევჩენკოს სახელობის პარკში ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწყება. 

ხვალ ხელისუფლებაში  ქურდების, ბარიგებისა და განუკითხაობის წინააღმდეგ მარში გაიმართება -წერს სააკაშვილი. ჩვენ შეტევაზე უნდა გადავიდეთ, დღემდე ისინი გვიტევდნენ, ახლა ჩვენ უნდა შევუტიოთ -ამბობს იგი და უკრაინის ხელისუფლებას ინფორმაციულ პროვოკაციებში ადანაშაულებს.  

ამავე კატეგორიაში