სუამის საპარლამენტო ასამბლეა კომუნიკეს გააფორმებს

18 დეკემბერი 2017, 00:00 2585 ნახვა

სუამის საპარლამენტო ასამბლეაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე კომუნიკეს დღეს ოფიციალურად მოეწერება ხელი. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციებს შორის ურთიერთობა გაღრმავდება და უფრო მეტ ძალისხმევას გაწევენ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

სუამის ორგანიზაციაში საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა და უკრაინა 20 წელია გაწევრიანებულია. წელს მეათე საპარლამენტო სესიას საქართველო მასპინძლობს. კომუნიკეს  ოფიციალურ სესიაზე ოთხივე დელეგაციის ხელმძღვანელი მოაწერს ხელს. 

ამავე კატეგორიაში