ბათუმის მერი: ''დეველოპერებს დაბალი ინტერესი აქვთ აფეთქებული სახლის ნაცვლად ახალი ააგონ

19 დეკემბერი 2017, 00:00 4306 ნახვა

ხ. ახვლედიანის 12 ნომერში არსებულ შენობას, სადაც 10 დეკემბერს ბუნებრივი აირი აფეთქდა, სავარაუდოდ დაანგრევენ, საბოლოო გადაწყვეტილებას მერია ექსპერტიზის საბოლოო დასკვნების შემდეგ მიიღებს. 

ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი სამხარაულის საბოლოო დასკვნა. "სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება სახლს ჩაუტარდება დემონტაჟი თუ კედელი გამაგრდება. თუ დაინგრევა დაზიანებული სახლი, მსჯელობის საგანია, რა ტიპის კორპუსი აშენდება მის ნაცვლად. კომერციული ინტერესი დეველოპერების დაბალია, ამიტომ თანადაფინანსებაზეც ვმსჯელობთ" აცხადებს ქალაქის მერი.

რაც შეეხება მომიჯნავე სახლებს, მოპირდაპირე სახლის გადახურვა, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, იანვრის შუა რიცხვებში დასრულდება, ხოლო სხვა მომიჯნავე სახლებს ექსპერტიზა ხელმეორედ ჩაუტარდებათ.

მერის ინიციატივას მხარი დაუჭირა ზურაბ პატარაძემაც, მისი განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო მზადაა თანადაფინანსებით ააშენოს ახალი სახლი. 

ხ. ახვლედიანის 12 ნომერში არსებულ შენობას, სადაც 10 დეკემბერს ბუნებრივი აირი აფეთქდა, სავარაუდოდ დაანგრევენ. საბოლოო დასკვნა ჯერ მიღებული არაა. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან განცხადებით, სახლის რეაბილიტაცია გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე ახლის აშენება.

შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, 45 სახლი კი დაზიანდა. მომხდარზე გამოძიება 229-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ბუნებრივი აირის მოხმარების წესების დარღვევას გულისხმობს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში