კომიტეტმა მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა

19 დეკემბერი 2017, 00:00 2411 ნახვა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი ისევ არ დაუჭირა. კომიტეტმა უარყოფითი შეფასება ერთხმად დააფიქსირა.

კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს. მთავარი, რასაც კომიტეტი ეწინააღმდეგება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების საკითხია. კანონპროექტი უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული.

ამავე კატეგორიაში