მთავრობის სხდომა - მინისტრების ანგარიში

19 დეკემბერი 2017, 00:00 2049 ნახვა

აჭარის მთავრობამ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების 17 მილიონიანი ფონდი თითქმის ამოწურა და გადაანაწილა. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ყველაზე მეტი თანხა დაახლოებით 8 მილიონამდე ლარი ბათუმის მუნიციპალიტეტს მოხმარდა, მომდევნო ადგილზეა შუახევი.  

დღესვე ცნობილი გახდა რომ 2 მილიონამდე ლარით ფინანსდება ქობულეთში, მდინარე აჭყვის კალაპოტის მშენებლობა, ეს ის მდინარეა რომელიც ყოველი ძლიერი წვიმისას ახლოს მდებარე ქუჩებს ტბორავს.  

3 მილიონამდე ლარი კი კურორტ გოდერძზე იმ მოსახლეობის კომპენსაციისთვის გამოიყო, რომლებსაც საძოვრების, მიწების დათმობა მოუხდათ. დაანონსდა რამდენიმე პროექტი, მათ შორის ერთხელ უკვე გახსნილი და გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული კურორტ გომარდულის გახსნა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში