სააპელაციო სასამართლომ ქობულეთის მერიის საჩივარი არ დააკმაყოფილა

20 დეკემბერი 2017, 00:00 2956 ნახვა

სააპელაციო სასამართლომ ქობულეთის  გამგეობის  საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება მდინარე კინტრიშიდან 400 კუბური მეტრი ინერტული მასალის უნებართვოდ ამოღებას, რაც გამგეობამ თამარ მეფის პლაჟის მოსასწორებლად გამოიყენა.

ინერტული მასალის უნებართვოდ მოპოვების შესახებ ინფორმაცია 6  თვის წინ “მთავარში” გავიდა, რის შემდეგაც გარემოს დაცვის ინსპექციამ სასამართლოს მიმართა. ქობულეთის სასამართლომ მუნიციპალიტეტის გამგეობა სამართალდამრღვევად ცნო და გარემოზე მიყენებული ზიანის გამო ჯარიმის სახით 626 ლარის გადახდა დააკისრა, რომელიც ახლა უკვე მერიამ  2018 წლის ბიუჯეტიდან უნდა დაფაროს.

ამავე კატეგორიაში