წარმომადგენლობითი ხარჯები მთავრობაში - ურთიერთბრალდებები

20 დეკემბერი 2017, 00:00 3018 ნახვა

,,ქართული  ოცნება“ ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გაბანკროტებულ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევს. ლადო მგალობლიშვილმა დღეს ბრიფინგზე წარმოადგინა აჭარის მთავრობის  წარმომადგენლობითი ხარჯები წინა ხელისუფლების დროს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მივლინებებსა და საწვავში წინ ხელისუფლება სამჯერ მეტს ხარჯავდა.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ასევე ისაუბრა იმაზე თუ რა ოდენობის თანხაა გათვალისწინებული ახლა მთავრობაში. თუმცა ლადო მგალობლიშვილს დღეს კონკრეტული დამადასტურებელი დოკუმენტაცია მედიისთვის არ წარმოუდგენია.

ბრალდებას უპასუხეს ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ იზრუნოს მოსახლეობაზე,  ისინი წინამორბედების კრიტიკით არიან დაკავებულნი. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში