სკოლებში ძალადობაზე მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს

20 დეკემბერი 2017, 00:00 2734 ნახვა

სწორედ ამ მიმართულებაზე, ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე გაამახვილეს დღეს ყურადღება მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. “ეს არის მთავრობის, ხელისუფლების, პარლამენტის, ოპოზიციის, მთელი საზოგადოების, განათლების სისტემის, ეკლესიის ერთობლივი ძალისხმევით გადასაჭრელი ამოცანა” – ასე გამოეხმაურა მოზარდებში ძალადობის პრევენციის აუცილებლობას გიორგი კვირიკაშვილი.

მისივე განცხადებით, მოზარდებში ძალადობის ფაქტებზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ გაურბის და აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს აქვთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მათ შორის კვირიკაშვილის თქმით, გეგმა აქვს შს მინისტრობის კანდიდატსაც.

განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა გააკეთა დღეს ამ საკითხზე განცხადება. ჩხენკელის განცხადებით, იმისათვის, რომ სკოლებში ძალადობა და ბულინგი აღიკვეთოს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა. იგეგმება საინფორმაციო  კამპანიის ჩატარება. 

ამავე კატეგორიაში