ახალი ფრაქცია ბათუმის საკრებულოში

20 დეკემბერი 2017, 00:00 2301 ნახვა

როგორც ცნობილია საგაზაფხულო სესიაზე “ქართული ოცნება” პარლამენტში უფრო მეტი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი, უფრო მეტი ფრაქცია ეყოლება დღეიდან მმართველ გუნდს ბათუმის საკრებულოშიც.

ახალი ფრაქცია, იმის მიუხედავად რომ დამოუკიდებელი კანდიდატებით დაკომპლექტდა, “ქართული ოცნება - მრეწველების” სახელით დარეგისტრირდა და მას ანზორ დევაძე უხელმძღვანელებს. როგორც თავმჯდომარეს მას მეტი ანაზღაურება ექნება ვიდრე, რიგით დეპუტატს. ამასთან ისარგებლებს მეტი უფლებამოსილებით. ეყოლება სპეციალისტი. ახალი ფრაქციის შექმნა უკვე გააპროტესტა ოპოზიციამ.

მესამე სექტორში კი წინა მოწვევის საკრებულოს იხსენებენ და აცხადებენ რომ გასულ წლებში მმართველი გუნდის  ფრაქციები ძირითადად  ფინანსური კეთილდღეობის მიზნით იყო შექმნილი. რაც შეეხება მიმდინარეს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ამ შემთხვევაშიც გეგმავს დააკვირდეს პროცესს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში