მთავრობის ხედვა რეგიონების დაფინანსებასა და უფლებამოსილების გაზრდაზე 

21 დეკემბერი 2017, 00:00 2721 ნახვა

საქართველოს პარლამენტში, გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონებისთვის უფლებამოსილების გაზრდაზე ისაუბრა.

"უახლოეს მომავალში წარვდგებით სტრატეგიით, როგორ მოვახდენთ გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრების რეგიონებში გადატანას. საჭიროებები, რომელიც რეგიონებში არსებობს ყველაზე კარგად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იციან. თითქოს ეს ბანალური ჭეშმარიტება საკმაოდ რთულია განსახორციელებლად. გვექნება 10-წლიანი სტრატეგია, ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ გავზრდით მშპ-ში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება, რათა ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების მიმართულებით აბსოლუტურად ევროპულ დონეზე ავიდეთ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

”გვინდა, ფინანსების განაწილების დროს, რეგიონებს გაცილებით მეტი დაფინანსება ჰქონდეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო კვალიფიციური ადამიანური რესურსი იქნას მოზიდული და ადგილზე კიდევ უფრო მოცულობითი პროექტები განახორციელონ".


”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020”  - გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამას აცნობს. 

ამავე კატეგორიაში