აჭარის ეკონომიკის მინისტრი: ოპოზიციის შენიშვნების ნაწილი გავითვალისწინეთ

21 დეკემბერი 2017, 00:00 3078 ნახვა

აჭარის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს 102 შენიშვნა ქონდათ. ოპოზიციური პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" 77 საკითხზე ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება, 25 შენიშვნა კი საკანონმდებლო ორგანოს კომისიებში დაიწერა.

77 შენიშვნიდან ერთ - ერთი "ცვილის მუზეუმს" ეხებოდა. ოპოზიცია სამინისტროსგან ითხოვდა მუზეუმი აღედგინა. აჭარის ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის განმარტებით შენობა, სადაც "ცვილის მუზეუმი" იყო განთავსებული არქიტექტორთა სახლის ბალანსზეა. "არქიტექტორთა კავშირთან მოლაპარაკები მიმდინარეობს შენობების მონაცვლეობათან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულო საკითხს დაამტკიცებს პრობლემა მოგვარდება" - ირწმუნება რამაზ ბოლქვაძე.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაფინანსებისა და პროფესორ - მასწავლებლებზე  ხელფასების მომატებაა.
რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, განათლების სამინისტროს 3 მილიონი ლარით ეზრდება დაფინანასება.რაც შეეხება სახელფასო ფონდს, კანონში ცვლილების შემდეგ, მინისტრი არ გამორიცხავს პედაგოგებს ხელფასები მოემატოთ

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში