2018 წლის აჭარის ბიუჯეტი დამტკიცებულია

21 დეკემბერი 2017, 00:00 2630 ნახვა

სხდომის საქმიანი ნაწილი - უმაღლესმა საბჭომ 15 ხმით 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. წინასწარ იყო ცნობილი, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წარმოდგენილ პროექტს მხარს არ დაუჭერდა.

ისინი შენიშვნების გაუთვალისწინებლობას აპროტესტებენ. ოპოზიციიდან ბიუჯეტის მხარდამჭერების მხარეს დადგა ის დეპუტატი, რომელიც სხდომებს იშვიათად ესწრება, თუმცა სხდომათა დარბაზში დღეს გამოცხადდა.

საუბარია “პატრიოტთა ალიანსის” კვოტით შესულ ზაზა ოქუაშვილზე. დეპუტატებმა პროექტით გათვალისწინებული საკითხები ფინანსთა მინისტრისგან მოისმინეს, სხდომას სხვა მინისტრები არ დასწრებიან. გაზრდილი ბიუჯეტის ფონზე, იზრდება უწყებების დაფინანსებაც

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში