ძველი და ახალი პოლიტიკური პარტიები აჭარაში

21 დეკემბერი 2017, 00:00 2693 ნახვა

როგორი პოლიტიკური პროცესები მიდის აჭარაში არაერთი გამქრალი პარტიის ფონზე. პარტიული საქმიანობა ბოლო 5 წელიწადში რეგიონში არაერთმა პოლიტიკოსმა დაასრულა, არიან ისეთები, რომლებიც სხვადასხვა პარტიაში გადავიდნენ, ძირითადად კი შეიძლება უპარტიოდ, თუმცა მმართველ გუნდში.

მაგალითად დიმა ჭეიშვილი. რაც შეეხება ოპოზიციას ცოტა ხნის წინ “ლეიბორისტული პარტია” დატოვა ჯელალ ქიქავამ. ისევ ოპოზიციაში, “რესპუბლიკელებიდან” “შენების მოძრაობაში” გადაინაცვლა გია მასალკინმა. უფრო ადრე ერთ-ერთი ბოლო და მასშტაბური იყო “თავისუფალი დემოკრატების” ფაქტობრივი დაშლა, რომელსაც საფუძველი, ლიდერის ირაკლი ალასანიას წასვლამ დაუდო.

იგივე ვითარებაშია, წარსულში ხელისუფლების ერთ-ერთი ძლიერი ოპონენტი, ბოლო დროს კი ხელისუფლებაში მყოფი “რესპუბლიკური პარტია”. პარტიული ოპონირების დეფიციტი და გამქრალი პარტიები მრავალპარტიული საკრებულოების ფონზე

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში