ქობულეთში საკრებულოს დეპუტატების სახელფასო ფონდი გაიზარდა

22 დეკემბერი 2017, 00:00 3912 ნახვა

ქობულეთის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. გაიზარდა დეპუტატების სახელფასო ფონდი, რაც საკრებულოს   შემადგენლობის გაზრდამ გამოიწვია.

თანხა ეკონომიების და შემოსულობების ხარჯზე გამოინახა. ასევე ცვლილების მიხედვით, წლის ბოლოს მერიის და აიპი სამსახურების თანამშრომლები ხელფასის 50 პროცენტის ოდენობით პრემიებს აიღებენ.  

სხდომაზე  2017 წლის ბიუჯეტის  სამი კვარტლის ანგარიშის შესრულება ცნობად მიიღეს. საკითხებს  ოპოზიციიდან  მხარი მხოლოდ  ნაციონალურმა მოძრაობამ  არ დაუჭირა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში