რა საკითხებს განხილავენ ხვალ ბიუროს სხდომაზე?

27 ივნისი 2016, 00:00 2240 ნახვა

“ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა, აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი ხვალინდელი ბიუროს სხდომის დღის წესრიგშია. 12 საათზეა ჩანიშნული შეხვედრა.  ვბ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მომხსენებელი იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ჩიტიშვილია. ხვალ უმაღლეს საბჭოში იმსჯელებენ უსკოს თავმდჯომარისა და წევრების  ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი პარმენ ჯალაღონიას, სოფიო კახაძისა და მზიური შავაძის კანდიდატურების შესახებ. 

ამავე კატეგორიაში